მთავარი  ჩემი პროფილი  გამოსვლა
    თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმები სტუმარი | RSS       შაბათი, 27.04.2024, 15:43
შესვლის ფორმა
კატეგორიები
ფილმები 
ქართული ფილმები 
ქართ.დუბლირებული 
სერიალები 
ვიდეოები 
კლიპები 
პროგრამები 
web-მასტერებს 
თამაშები 
სურათები 
ანიმაციები 
მუსიკა 
გაკვეთილები 
counter strike 
სხვადასხვა 
მობილურისათვის
სპორტი
ვინდოუსები
წიგნები
საბავშვო
მინი-ჩეთი

საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » ლიგურკე – კვირიკობის დღესასწაული (DVD)
20:47
ლიგურკე – კვირიკობის დღესასწაული (DVD)
ლიგურკე – კვირიკობის დღესასწაული (DVD) - OFFLine.Ge

ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ლიგურკე
ჟანრი: დოკუმენტური
პროდიუსერი: ბესო ხარძიანი
ოპერატორები: კახა ჭელიძე, დათო გოგილაშვილი, დათო მეფარიშვილი, ლევან ტაბატაძე
მონტაჟი: დავით ქაცარავა
ხმის რეჟისორები: დავით ქაცარავა, სანდრო მაზიაშვილი
რეჟისორი: ლაშა პირველი
ტექსტს კითხულობს: ზურა ყიფშიძე

ინფორმაცია ფაილზე:
ფორმატი: VOB
ხარისხი: DVD
ვიდეო: 720x576 9832Kbps
აუდიო: MPEG Audio Layer 3 48kHz stereo 192Kbps
ხანგრძლივობა: 00:33:37
ზომა: 1,83 GB

დამატებითი ცნობები:
კვირიკობის დღესასწაული ("ლიგურკე" - როგორც დღესასწაული, "ლაგურკა" - როგორც სალოცავი)

სვანეთი რომ ეკლესიათა სიმრავლით ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა, ყველას მოგეხსენებათ, ყველაზე პატარა სოფელშიც კი აუცილებლად არის 2-3 ეკლესია, სხვადასხვა წმინდანის სახელზე აგებული. მაგრამ ამ ეკლესიათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი სოფელ კალაში, მთის წვერზე აშენებული წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაა, რომელსაც სვანები "ლაგურკა"-ს უწოდებენ. იმ 90-მდე უძვირფასეს ნივთთაგან (X-XIV საუკუნის დროინდელი ხატები, ჯვრები, ხელნაწერები...), რაც ამ ეკლესიაში ინახება, ყველაზე მნიშვნელოვანია "შალიანი"-ს ხატი, რომლის სახელსაც უშუალოდ ამ ტაძრის აგება უკავშირდება.
თქმულების თანახმად, იმერეთის მეფესთან სამუშაოდ ჩასულან სვანები, რომელსაც მათთვის გეგუთის მინდვრების მოთიბვა დაუვალებია. მათ შორის ყოფილა ერთ-ერთი კაცი, სახელად "შალიანი", რომელიც მეფეს შეპირდა რომ 100 კაცის მოსათიბს ერთ დღეში დათიბავდა მარტოდმარტო მის მიერ მოთხოვნილი გასამრჯელოს ფასად. მეფე დათანხმდა და შალიანისაც ერთ დღეში მოუთიბავს 100 კაცის მოსათიბი მინდორი და მეფისთვის სწორედ ამ ძვირფასი ხატის ბოძება უთხოვია. სვანეთში დაბრუნებული შალიანი მძარცველებს მოუკლავთ, ხატი გაუტაციათ და მისი დასაბინავებლად სწორედ ეს ეკლესია აუგიათ. ეკლესიისთვის ადგილი კი ასე შეურჩევიათ: შეაბეს უღელში მოძვრები და გაუშვეს. ეკლესია უნდა აეგოთ იქ, სადაც მოზვრები გაჩერდებოდნენ, და ამბობენ, რომ სწორედ იმ ადგილას შეჩერდნენო მოზვრები, სადაც ეხლა კვირიკეს ეკლესიაა. ააგეს ეკლესია, დააბრძანეს განძი და მას შალიანი ხატი უწოდეს.
წმინდა კვირიკეს ეკლესია სვანეთში ყველაზე ძლიერ სალოცავად, სასწაულთმოქმედად და სნეულთა მკურნალად ითვლება. ამ ეკლესიისადმი გამორჩეული რიდი, მოწიწება და უფლისადმი რწმენა ხალხურ სამართალშიც აისახა. განსაკუთრებულად დიდი ან გაურკვეველი დანაშაულის შემთხვევაში ეჭვმიტანილს სწორედ ლაგურკაში წაიყვანდნენ ხატზე დასაფიცებლად, რაც საქმის დასრულებას და გახსნას ნიშნავდა, რადგანაც არ არსებობდა სასჯელი, რომლის შიშითაც სვანს ლაგურკაზე ტყულა დაეფიცა და დანაშაული არ ეღიარებინა. ასევე, სწორედ ლაგურკაში ხდებოდა სისხლით გადაკიდებულთა შერიგება, რომლის შემდეგად მათ შორის მტრობა საბოლოოდ მთავრდებოდა.
კვირიკეს ეკლესიას, სხვა ეკლესიებისაგან განსხვავებით მცველთა ჯგუფები იცავდა, რომელნიც მორიგეობით, დღე და ღამე იცავდნენ ტაძარს. საუკუნეების განმავლობაში ფესვგამჯდარი ტრადიცია თუ წესი დღესაც ურყევად არის სოფლის იმ უხუცესებში, რომელთაც ტაძრის გასაღები და უსაფრთხოება აბარიათ. ლიგურკეს 28 ივლისს ზეიმობენ. ამ დღისთვის სვანეთს ალბათ ყველაზე შორეული წერტილებიდან უბრუნდება თავისი უძღები შვილები მთელი თვე ისე რომ წვიმდეს, ცა დედამიწას ემხობოდეს, კვირიკობის დღესასწაულზე მზე აუცილებლად გამოანათებს. ეკლესიაში ლოცვა გამთენიისას იწყება. იკვლება საკლავი და ცხვება რიტუალური კვერები ("ლემზირები"). სრულდება საგალობლები, რომელნიც მხოლოდ ამ დღისთვის არის განკუთვნილი. იმართება სხვადასხვა ტრადიციული შეჯიბრებები, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი, ეკლესიის ეზოში მდებარე უზარმაზარი საჯილდაო ქვის ადგილიდან დაძვრაა...
ამ დღეს ეკლესიისათვის ფულის შეწირვაც ერთ-ერთი ტრადიციაა. მოგროვილი თანხით სოფელი ყიდულობს ხარს, რომელსაც სწორედ კვირიკობის დღესასწაულზე კლავს და მომლოცველებს მასპინძლობს.


ფილმი გადაღებულია ყოვლად უსამღვდელოესის მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსის ილარიონის ლოცვა კურთხევით





 
 



კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1138 | დაამატა: ilo_re | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

კალენდარ
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031



საჭირო პროგრამები
         
          
          
           
          
         
          
             
            
          






| Copyright MyCorp © 2024 | Free site builder - uCoz |